Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საპატა ინტერთან მატჩისთვის მზად იქნება

ატალანტა ახალ წელს ინტერთან მატჩით გახსნის, რომელიც 6 იანვარს გაიმართება და ბერგამოელებისთვის საბედნიეროდ, მოქმედი ჩემპიონების წინააღმდეგ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დუვან საპატა თამაშს მოახერხებს.

კოლუმბიელ ფეხბურთელს ტრავმის გამო ჯენოასთან მატჩის დატოვება პირველი ტაიმის შემდეგ მოუწია და სამედიცინო შტაბი შიშობდა, რომ მას კუნთს დაზიანება ჰქონდა.

SportItalia-ს ინფორმაციით, საპატას ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და მას დაბალი ხარისხის გაჭიმულობა აქვს, ამიტომ ის 6 იანვრისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.