სარი:“გუნდში რაღაც შეიცვალა“

მაურიციო სარის თქმით,დიბალა და რონალდუ ერთმანეთს უკეთესად უგებენ და გუნდი თამაშიდან თამაშამდე უმატებს.

„გუნდმა ორივე ტაიმი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა.პირველ ტაიმშიც კი,სადაც გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ,ვდომინირებდით და ბევრი მომენტი შევქმენით.

„ეს გუნდური გამარჯვება იყო,სადაც 3 არაჩვეულებრივი გოლი გავიტანეთ.გუნდმა Coppa Italia უკვე წარსულს ჩააბარა და კარგ თამაშს ანახებს,ეს მხოლოდ დროის ამბავი იყო,სანამ ფიზიკურ კონდიციებს გავაუმჯობესებდით.

„პიანიჩის წასვლას რაც შეეხება,მასთან ამ თემაზე არ მისაუბრია.მე და მირალემი პანდემიის დროს ხშირად ვსაუბრობდით,თუმცა მისი ბარსელონაში ტრანსფერი ჯერ არ განგვიხილია.მირალემი ნამდვილი პროფესიონალი და უმაღლესი დონის ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ,ყველა თამაშში ბოლომდე დაიხარჯება.

„რაბიო დღითი დღე უმატებს.მისგან მთელი გუნდი ბევრს ელოდება და ვფიქრობ,მის ნამდვილ ძალას სულ მალე ვიხილავთ.

„პსჟ-ში ყოფნისას მას 7 თვე არ ჰქონდა ნათამაშები,შემდეგ კი საერთოდ სხვა ქვეყანაში გადმოვიდა და რა თქმა უნდა,მას ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები ექნებოდა,თუმცა მან ეს ყველაფერი უკან მოიტოვა და პროგრესი სახეზეა.

„რონალდუზე ახალს ვერაფერს ვიტყვი.ყოველ ჯერზე,როდესაც ის მოედანზე გადის,ამტკიცებს,რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია.მას ბურთის ტარება და თავისი ინდივიდუალური მონაცემების გამოვლენა უყვარს,თუმცა სწრაფ პასებში მას ბადალი არ ჰყავს.

„დიბალა და რონალდო ერთმანეთს უკეთ უგებენ.ისინი მიხვდნენ,რომ ერთმანეთის დახმარებით ორივე უკეთესი ხდება და ეს არა მხოლოდ თამაშებში,არამედ ვარჯიშების დროსაც შევამჩნიე.

„გუნდმა თამაშს მოუმატა და ასეთ ტემპში თუ გავაგრძელეთ,ჩემპიონთა ლიგის თამაშებს ფორმის პიკში შევხვდებით.“

Leave a Reply

Your email address will not be published.