სარი:“იმედია პიანიჩი გუნდში დარჩება“

მაურიციო სარის იუვენტუსმა ლეჩე 4 – 0 გაანადგურა და უახლოეს მდევართან სხვაობა 7 ქულამდე გაზარდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი თავად იტალიელმა გააკეთა.

„გუნდისთვის ყოველ სამ დღეში თამაში რთული ამოცანაა და ეს ბიჭებს აშკარად დაეტყოთ.პირველ ტაიმში გუნდს თითქოს საწვავი უთავდებოდა,თუმცა მეორე ნახევარში სწორი მიდგომით გავიდნენ მოედანზე და თავიანთი საქმე იდეალურად გააკეთეს.

„იგუაინს პირად ცხოვრებაში რთული მომენტები ჰქონდა,თუმცა ის ჩვეულ ფორმას უბრუნდება და ეს გოლი მას ძალიან დაეხმარება,ასეთი დატვირთული გრაფიკის პირობებში მისი დახმარება აუცილებლად დაგვჭირდება.

„პიანიჩს რაც შეეხება,ის აგვისტომდე ჩვენთან დარჩება და იმედი მაქვს,რომ მომავალ სეზონშიც იუვენტუსის ფეხბურთელი იქნება,თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.

„მირალემი უმაღლესი დონის პროფესიონალია და ნებისმიერ გუნდში მნიშვნელოვანი როლი ექნება.”

Leave a Reply

Your email address will not be published.