Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სარი:“იუვენტუსს უპირატესობა აქვს“

იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის აზრით,კოპა იტალიას,სერია ა-ს და ჩემპიონთა ლიგის თამაშების სხვადასხვა პერიოდში ჩატარება გუნდისთვის კარგი ამბავია.

სარის გუნდი სეზონს 2 დღეში მილანთან მატჩით განაახლებს.აღნიშნული შეხვედრა იტალიის თასის ეგიდით ტარდება.პირველ ტურში გუნდებმა სან სიროზე ფრედ 1-1 ითამაშეს.

„გაგვიმართლა,რომ სამივე ტურნირზე თამაში სხვადასხვა დროს გვიწევს.ჩვენ შეგვიძლია ფოკუსირება ერთ კონკრეტულ მიზანზე მოვახდინოთ,რაც ჩვენთვის ნამდვილად კარგი ამბავია.

„მილანმა წლევანდელ სეზონში ყველა შეხვედრაში დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და პირველ წრეში ნაჩვენები ფრე არანაირ უპირატესობას არ გვაძლევს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.