სარი:“კრიტიკა გადაჭარბებული იყო“

მაურიციო სარის მტკიცებით,ბოლო დროს იუვენტუსის თამაშმა შესაძლოა კრიტიკა დაიმსახურა,თუმცა ეს ყველაფერი გადაჭარბებული იყო.

ბიანკონერიმ ბოლონიას 2-0 სძლია და ლიდერობა შეინარჩუნა.გუნდმა კრიშტიანუ რონალდუსა და დიბალას გოლებით მოიგო.

„დღევანდელ თამაშში უფრო მწვავეები და ფიზიკურად მომზადებულები ვიყავით.ის,რაც Coppa Italia-ს შეხვედრებში 20-30 წუთი ვაკეთებდით,დღეს ამის გაკეთება 70 წუთის მანძილზე შევძელით.

„ბერნარდესკიმ დღეს კარგად ითამაშა.ის ეხმარებოდა როგორც დაცვას,ასევე შეტევას და ბოლო ორი თამაშია მისი ასპარეზობა მომწონს.ფედერიკოს ხშირად დაუმსახურებელი კრიტიკა ხვდება და ის საოცრად დაუფასებელი ფეხბურთელია.

„ჩვენ შანსები გვქონდა,რომ თამაში 3 – 0 გაგვეხადა და ყველაფერი დაგვესრულებინა,თუმცა ენერგია არ გვეყო და უფრო სიღრმიდან დავიწყეთ თამაში.ეს არც ფილოსოფიური და არც ტაქტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა,უბრალოდ ენერგიის ნაკლებობა იყო.

„ჩვენ გუნდში საოცარი ტალანტის ფეხბურთელები გვყავს,რომლებსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა ერთ ეპიზოდში შეუძლიათ,თუმცა ფეხბურთი გუნდური სპორტია და ერთ ფეხბურთელზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული.ყველა ფეხბურთელს აქვს ჩავარდნა და ასეთ დროს გუნდს შედეგიანობა არ უნდა მოაკლდეს.

„დე ლიხტი იტალიურ ფეხბურთს უფრო და უფრო ეჩვევა.ის მოვიდა ჰოლანდიიდან,სადაც ფეხბურთი რადიკალურად განსხვავდება,თუმცა მან ადაფტაცია საოცრად სწრაფად მოახერხა და მას აქვს ყველაფერი,რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.

„ბოლო თამაშებში არც თუ ისე კარგად გამოვიყურებოდით და კრიტიკა დავიმსახურეთ,თუმცა ამაზე იმდენი დაიწერა და იმდენი ჭორი ითქვა,რომ ალბათ ცოტა ზედმეტი იყო.გუნდი სულ მალე დაიბრუნებს ფორმას და ეს კრიტიკაც წარსულს ჩაბარდება.“

Leave a Reply

Your email address will not be published.