Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სარიმ არკადიუშ მილიკი აირჩია

იტალიური პრესა იტყობინება,რომ მაურიციო სარიმ თავისი გუნდის ახალ 9-ანად ნაპოლის შემტევი,არკადიუშ მილიკი აირჩია.

პოლონელ ფეხბურთელს ნაპოლისთან კონტრაქტი მომავალ წელს უმთავრდება და გახანგრძლივებას არ აპირებს,ამიტომ ნაპოლის მისი გაყიდვა მოუწევს.

იუვენტუსს დიდი ალბათობით გონსალო იგუაინი დატოვებს და მაურიციო სარიმ იუვენტუსის ხელმძღვანელობას მისი არჩევანი უკვე ამცნო.ფაბიო პარატიჩიმ ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო.

ნაპოლის მილიკის სანაცვლოდ 50 მილიონის მიღება სურთ,თუმცა იმ ფაქტის გათვალისწინებით,რომ მას კონტრაქტი 1 წელიწადში უმთავრდება,დიდი ალბათობით ფასს დააკლებენ.

გავრცელებული ინფორმაციით მილიკმა იუვენტუსში გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა.იუვენტუსს ტრანსფერში რომელიმე ფეხბურთელის ჩართვა სურს,რომ ნაკლები თანხა გადაიხადოს,თუმცა გატუზოს ბიანკონერის შემადგენლობიდან ნაპოლიში მხოლოდ ბერნარდესკის ხილვა სურს.

Leave a Reply

Your email address will not be published.