Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარიმ ლაციოსთან კონტრაქტი გააფორმა

SportItalia-ს ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ მაურიციო სარიმ ლაციოსთან კონტრაქტი გააფორმა და ბიანკოჩელესტი ოფიციალურ განცხადებას უახლოეს საათებში გააკეთებს.

წყაროს ცნობით, მაურიციო ლაციალესთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი ანაზღაურება წლიურად 3 მილიონი ევრო იქნება, თუმცა თუ ის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე დააბრუნებს, ეს თანხა 4 მილიონამდე გაიზრდება.