სარიმ პიანიჩთან ჩხუბის ფაქტი უარყო

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია,რომლის მიხედვითაც მაურიციო სარისა და მირალემ პიანიჩის შორის სამწვრთნელო სესიის დროს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ეს ინფორმაცია იტალიელმა სპეციალისტმა უარყო.

„ეს ტყუილია,ჩვენს შორის უთანხმოება არ ყოფილა.ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და იმის მუხედავად,რომ მცირე ჩავარდნა აქვს,მისი იმედი მაინც მაქვს.

„პიანიჩი ჩვენი ნახევარდაცვის ხაზის მთავარი ფიგურაა,რასაც ბოსნიელი სულ მალე დაამტკიცებს.

„წაგებული ფინალის მიუხედავად,გუნდში კარგი სიტუაციაა,ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ და მზად ვართ,ჩემპიონთა ლიგასა და სერია ა-ში ბოლომდე ვიბრძოლოთ,რომ წაგებული ფინალი ჩვენს გულშემატკივრებს დავავიწყოთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.