Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი:“პიანიჩის შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება“

მაურიციო სარიმ პიანიჩის გუნდიდან წასვლაზე მიანიშნა,თუმცა აღნიშნა,რომ ის არაჩვეულებრივი ფეხბურთელია და ნებისმიერ გუნდს გამოადგება.

იუვენტუსი და ბარსელონა პიანიჩი-არტურის გაცვლას დღე-დღეზე დაადასტურებენ.

„ზუსტად სიტუაცია არ ვიცი,თუმცა მისი იმედი ბოლომდე მექნება.პიანიჩს ახლა ცუდი პერიოდი უდგას,თუმცა მის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა წარმოუდგენელია.

„არ ვიცი,გაიყიდება თუ არა ბოსნიელი,თუმცა ის ნებისმიერ გუნდს გამოადგება.არტური ბარსელონას ფეხბურთელია და ახლა მასზე საუბარი სწორი არ იქნება.

„ახლა ჩვენი ფიქრები ლეჩესთან შეხვედრაზეა მიმართული.ჩვენი ფიზიკური მდგომარეობა საუკეთესო ნამდვილად არ არის,რადგან რამდენიმე დღეში მესამე თამაშს ვატარებთ.

„ლეჩე საკუთარ კედლებში კარგად თამაშობს,ამიტომ ყურადღების დაკარგვა არ შეიძლება.მართალია ჩვენმა უშუალო კონკურენტებმა ქულები დაკარგეს,თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი ტურია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

„საბედნიეროდ,იგუაინმა გუნდთან ერთად ივარჯიშა და შესაძლოა მცირე სათამაშო დრო მიეცეს.ახლა ყველაზე პრობლემური მარცხენა დაცვის პოზიციაა,ამაზე ვმუშაობთ და იმედია ხვალ ამ ასპექტში პრობლემა არ შეგვექმნება.

„რაც შეეხება ბერნარდესკის,ვფიქრობ,რომ მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.მას აქვს ტექნიკა,სისწრაფე და თუ საკუთარი თავის რწმენას იპოვის,ის საოცარ დონეს მიაღწევს.“

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *