Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სარი:“სტაბილურობა წარმატების გარანტია“

მაურიციო სარიმ ატალანტასთან გასამართი შეხვედრის წინ საინტერესო თემებზე ისაუბრა.შეგახსენებთ,რომ იუვენტუსსა და ატალანტას შორის შეხვედრა ხვალ,23:45 საათზე იუვენტუსის საშინაო არენაზე გაიმართება.

„სეზონის დასკვნით ნაწილში ვართ და ატალანტა ამ პერიოდს კარგ ფორმაში ხვდება.მათ შთამბეჭდავი მოგებების სერია აქვთ და წინ რთული მატჩი გველის.

„ბევრმა გამოთქვა აზრი,რომ მილანთან დიბალა რომ გვყოლოდა,იმ თამაშს არ წავაგებდით,თუმცა ამას ნამდვილად ვერ დავეთანხმები.დიბალა არაჩვეულებრივი ფეხბურთელია,თუმცა გუნდი მის გარეშეც კარგად თამაშობდა და იმ 15 წუთიან ჩავარდნას ვერც არგენტინელი უშველიდა.

„ჩემპიონთა ლიგას რაც შეეხება,ჯერ ამაზე არ ვფიქრობ.ახლა მთავარი სერია ა-ს ბოლომდე მიყვანაა,ლიონზე კი მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებთ.

„ატალანტა ფიზიკურად ძალიან ძლიერი მეტოქეა და ამავდროულად მათ სწრაფი შეტევებიც შეუძლიათ.ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის ძალიან რთული იქნება და ჩვენ თამაშის სადავეები დასაწყისიდანვე უნდა ვიგდოთ ხელთ.

„უკვე ბევრჯერ დავინახეთ,რომ სხვადასხვა გუნდს მთელი თამაშის მანძილზე სტაბილურად თამაში უჭირთ.იმედი მაქვს,ხვალინდელ შეხვედრაში ბიჭები 90 წუთის განმავლობაში ერთ დონეზე ითამაშებენ და ისეთი ჩავარდნები აღარ გვექნება,როგორიც მილანტან გვქონდა.

„სამწუხაროდ,ჯორჯო კიელინი და ალექს სანდრო კვლავ აღდგენით პროცესს გადიან და ვერ დაგვეხმარებიან.

„ალექს სანდრო 10 დღის წინ დაგვაკლდა და იქიდან გამომდინარე,რომ მისი ტრავმა სერიოზული არ გამოდგა,ის სულ მალე დაგვიბრუნდება.

„ჯორჯოს კი უფრო დიდი დრო ესაჭიროება,რადგან პანდემიის დროს მისი აღდგენითი პროცესი ფაქტობრივად შეჩერებული იყო.

„იგუაინის ფიზიკური კონდიციები უფრო და უფრო უმჯობესდება,თუმცა ჯერჯერობით 90 წუთის მოედანზე გასატარებლად მზად არ არის.“

Leave a Reply

Your email address will not be published.