Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარის ზაფხულში იუვენტუსის და მილანის ფეხბურთელების დამატება სურს

იტალიური მედიის ცნობით, მაურიციო სარის მოთხოვნით, ლაციო ზაფხულში მილანის ცენტრალური მცველის ალესიო რომანიოლისა და იუვენტუსის ახალგაზრდა ტალანტის ნიკოლო ფაჯიოლის გაფორმებას შეეცდება.

Calciomercato-ს ცნობით, ლაციოს პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ სარის პირობა მისცა, რომ ზაფხულში გუნდის გასაძლიერებლად საკმაოდ მსუყე თანხას გამოყოფს და მათი ნაწილი სწორედ აღნიშნული დუეტის გაფორმებას მოხმარდება.

რომანიოლის მიმდინარე კონტრაქტი მილანთან სეზონის ბოლოს ეწუება და მისი ლაციოსადმი დამოკიდებულების გამო, არწივებს ფეხბურთელის გაფორმება არ უნდა გაუჭირდეთ, თუ მასთან ხელფასის თაობაზე შეთანხმებას შეძლებენ.

ფაჯიოლის რაც შეეხება, 21 წლის ნახევარმცველის კონტრაქტი, რომელიც არენდით კრემონეზეს რიგებში ასპარეზობს, 2023 წლის ზაფხულში იწურება და ჯერჯერობით ტურინელებს გადაწყვეტილი არ აქვთ, რა გეგმები აქვთ მის თაობაზე…