Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარის ლაციოში ალანის ხილვა სურს

იტალიური გამოცემა Il Messaggero-ს ინფორმაციით, მაურიციო სარიმ ევერტონის ნახევარმცველთან ალანთან პირადად ისაუბრა და მას არწივების რიგებში გადასვლა სთხოვა.

ალანს სეზონის საუკეთესო პერიოდი სწორედ სარის გუნდში აქვს გატარებული, როდესაც ორივე მათგანი ნაპოლის რიგებში ირიცხებოდნენ და წყაროს ცნობით, იტალიელ სპეციალისტს 31 წლის ნახევარმცველის ხილვა ამჯერად რომაულ გრანდში სურს.

წყაროს ცნობით, ევერტონი ბრაზილიელი ფეხბურთელის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა დაინტერესებულ მხარეს მისი ხელფასის – 5.5 მილიონი ევროს გადახდა სრულად მოუწევს, რასაც ბიანკოჩელესტი არ აპირებს და სარის იმედი აქვს, რომ ალანი ხელფასის შემცირებას დათანხმდება.