Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარის ლაციოში ბერნარდესკის ხილვა სურს

Insider Lazio-ს ინფორმაციით, მაურიციო სარის გუნდში ფედერიკო ბერნარდესკის ხილვა სურს და ბიანკოჩელესტიმ მოლაპარაკებები მინო რაიოლასთან უკვე წამოიწყო.

იტალიელ ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი ბიანკონერისთან მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება და იუვენტუსი მისთვის ახალი ხელშეკრულების შეთავაზებას არ აპირებს.

27 წლის იტალიელი გარემარბი იუვენტუსს ფიორენტინადან 2017 წელს, 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა მოლოდინების გამართლება ვერ მოახერხა. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 39 მატჩში, რომლებშიც ის ძირითადად სათადარიგოთა სკამიდან შემოდიოდა, აქტივში მხოლოდ 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. იუვენტუსი მას დაახლოებით 15 მილიონად აფასებს.