Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარის ლაციოში მისვლა ხვალ გაოფიციალურდება ?

იტალიური მედიის ინფორმაციით, სარიმ ლაციოსთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ახლა იტალიელ სპეციალისტს სურს, რომ გუნდის პრეზიდენტისგან შემადგენლობის გაძლიერების გარანტიები მიიღოს.

ალფრედო პედულას ცნობით, მაურიციო სეზონში 3-მილიონიან ხელფასს დათანხმდა, რასაც ბონუსები დაემატება, თუმცა ერთადერთ წინაღობა, რაც მის ლაციოში მისვლის გაოფიციალურებას უშლის ხელს, სატრანსფერო სტრატეგია გახლავთ.

წყაროს ინფორმაციით, სარი შემადგენლობაში რევოლუციას არ აპირებს, თუმცა გარკვეული პოზიციების გაძლიერება სურს და გარანტიების მიღების შემთხვევაში, მისი კონტრაქტი შესაძლოა ხვალ გაოფიციალურდეს.

გათიშვა