Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარის ლაციოში მისვლის შემთხვევაში, ბიანკოჩელესტი ნაპოლის 2 ფეხბურთელის დამატებას ეცდება

მაურიციო სარისა და ლაციოს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ლოტიტომ იტალიელ სპეციალისტთან 2-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, რომლის მიხედვითაც მაურიციოს წლიური ანაზღაურება 3.1 მილიონი და ბონუსები იქნება.

TuttoNapoli-ს ინფორმაციით, სარის ლაციოში მისვლის შემთხვევაში, ლაციალე პარტენოპეის ორი ფეხბურთელის, ელსეიდ ჰიუსაის და ნიკოლა მაკსიმოვიჩის დამატებას ეცდება. ორივე მათგანი რამდენიმე კვირაში თავისუფალი აგენტი გახდება და ლაციოს მათი დამატება სრულიად უფასოდ შეეძლება.