Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარის ლაციოში პოლიტანოს ხილვა სურს

მაურიციო სარის ლაციოში მისვლას უკვე გაოფიციალურდა და Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, მისი ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ნაპოლის მატეო პოლიტანო იქნება.

ლაციოს სარის გუნდში მისვლის შემდეგ 3-5-2-ზე აწყობილი გუნდის 4-3-3-ზე გადაწყობა მოუწევს, რაც რა თქმა უნდა შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს.

ჯანლუკა დი მარციომ ლაციოს ინტერესზე რუბენ ლოფტუს-ჩეკის მიმართ უკვე დაადასტურა, რომელმაც ჩელსიში სარის ყოფნის დროს კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მის გარდა კი ბიანკოჩელესტი პოლიტანოს დამატებასაც ეცდება, რომელსაც გასულ სეზონში ბევრი დრო არ ეძლეოდა.