Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარის ლაციოში რუგანის ხილვა სურს

იტალიური გამოცემა Il Tempo-ს ინფორმაციით, მაურიციო სარის ლაციოში იუვენტუსის ცენტრალური მცველის დანიელე რუგანის ხილვა უნდა.

26 წლის იტალიელი ფეხბურთელი იუვენტუსში სწორედ მაურიციო სარის ემპოლიში ნაჩვენები შესანიშნავი თამაშის დამსახურებით მოხვდა, თუმცა ფეხბურთელმა მოლოდინების გამართლება ვერ მოახერხა და დანიელემ იჯარის წესით სხვადასხვა გუნდში ითამაშა.

რუგანი ახლა იუვენტუსის განკარგულებაში დაბრუნდა, მაგრამ სავარაუდოდ ის მიმდინარე ზაფხულს ბიანკონერის რიგებს უკვე საბოლოოდ დატოვებს და ლაციალეს ფეხბურთელის გაფორმება დაახლოებით 4-5 მილიონის სანაცვლოდ შეეძლება.