Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარის ლაციოში ჩელსის კიპერის ხილვა სურს

იტალიური წყაროების შემდეგ, ლაციოს ინტერესი ჩელსის კიპერის კეპა არიზაბალაგას მიმართ ესპანურმა მედიამაც დაადასტურა.

ლაციოს მიმდინარე სეზონში 33 გაშვებული გოლი დაუგროვდა, რაც დიდწილად სწორედ გუნდის კიპერების ტომას სტრაკოშას და პეპე რეინას ცუდი თამაშის დამსახურებაა, რომლებსაც სერია ა-ში ბურთის მოგერიების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებლები აქვთ.

ორივე მათგანს ლაციოსთან კონტრაქტები მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებათ და დიდი ალბათობით ბიანკოჩელესტის მომდევნო სეზონისთვის ახალი კიპერები ეყლოება.

ესპანური გამოცემა Sport-ის ცნობით, მაურიციო სარის არწივების რიგებში ჩელსის 27 წლის კარის დარაჯის ხილვა სურს, რომელიც ლონდონელებმა 2018 წელს 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმეს, თუმცა ის ახლა ლურჯების მეორე მეკარედ ითვლება.

წყაროს ინფორმაციით, ლაციო ჩელსის ფეხბურთელის იჯარას შესთავაზებს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.