Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარის ლაციოში ჩელსის უკანახაზელის ხილვა სურს

იტალიური წყაროების ინფორამციით, ლაციოს თავკაცს მაურიციო სარის გუნდის რიგებში ჩელსის უკანახაზელის მარკოს ალონსოს ხილვა სურს.

ლაციომ მიმდინარე სეზონში სერია ა-ში უკვე 29 გოლი გაუშვა, რაც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია და სარიმ არაერთხელ აღნიშნა, რომ გუნდს დაცვაში გაძლიერება სჭირდება.

ესპანელ ფეხბურთელს ჩელსისთან მიმდინარე კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და მისი გაფორმება არწივებს დაახლოებით 15 მილიონი დაუჯდებათ.