Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარის ლაციოში ჩელსის შემტევის ხილვა სურს

ლაციოს პრიორიტეტი ზამთარში შეტევის ხაზის გაძლიერება იქნება და არწივები სხვადასხვა კანდიდატურებს განიხილავენ.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მაურიციო სარის ფავორიტი კანდიდატი ჩელსის შემტევი კალუმა ჰადსონ-ოდოია, რომელთან ერთადაც იტალიელ სპეციალისტს ლონდონურ გუნდში უკვე უმუშავია.

წყაროს ინფორმაციით, ლურჯები ფეხბურთელს 30 მილიონ ევროდ აფასებენ, თუმცა ლაციო იმედოვნებს, რომ მას იჯარის წესით დაიმატებს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.