სარის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
იუვენტუსში მაურიციო სარის ადგილი შესაძლოა სულ მალე ვაკანტური გახდეს.Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით,იტალიელმა სპეციალისტმა ფეხბურთელების ნდობა დაკარგა.
იტალიელმა სპეციალიტმა უკვე მეორე ფინალი წააგო.დეკემბერში ლაციოსთან Super Cup-ის დათმობის შემდეგ,სარის გუნდმა ფინალში ნაპოლისთან Coppa Italia-ზეც კრახი განიცადა.
დამარცხებაზე მტკივნეული კი იუვენტუსის თამაში იყო.ნახევარფინალში,10-კაციან მილანთან დაწყებული კატასტროფული თამაში ნაპოლისთანაც გაგრძელდა,რაც 61 წლის სპეციალისტის იუვენტუსში დარჩენას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
გამოცემის მტკიცებით,ფეხბურთელებთან ერთად სარის ნდობას გულშემატკივრებიც კარგავენ და სკუდეტოს მოპოვებაშიც ეჭვი ეპარებათ.ბოლო 8 წლის განმავლობაში იუვენტუსმა ყველა სკუდეტოს მოგება მოახერხა და ბიანკონერის ხელმძღვანელობა ამაზე გაჩერებას არ აპირებს და სარის სერია ა-ს მოგებას კატეგორიულად სთხოვენ.
მაურიციო სარის ბედი უახლოეს კვირეებში,სერია ა-ს და ჩემპიონთა ლიგის შედეგებზეა დამოკიდებული,თუმცა გავრცელებული ინფორმაციით იუვენტუსის ხელმძღვანელობა მის მომავალს გუნდში უკვე განიხილავს.