Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სარის პარატიჩიც მიყვება?

უკვე მოგახსენეთ,რომ იუვენტუსმა მაურიციო სარი ოფიციალურად დაითხოვა,თუმცა Sky Sport Italia-ს მტკიცებით,სარის გზა შესაძლოა პარატიჩიმაც გაიზიაროს.

გავრცელებული ინფორმაციით ანიელი პარატიჩის საქმიანობით უკმაყოფილოა.მისი აზრით, პარატიჩიმ სარის ფეხბურთის შესაბამისი ფეხბურთელებით გუნდის გაძლიერება ვერ მოახერხა და წარუმატებელი სეზონის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის.

გამოცემის მტკიცებით,თუ გუნდი პარატიჩის დაითხოვს,მის ადგილს ფედერიკო ჩერუბინი დაიკავებს,რომელიც იუვენტუსის დირექტორატში მუშაობს.

Leave a Reply

Your email address will not be published.