Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარის რუგანის ლაციოში ხილვა სურს

იტალიური მედიის ინფორამციით, ლაციო ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგამვს და მათი ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე იუვენტუსის ცენტრალური მცველი დანიელე რუგანი იქნება.

იტალიელი სპეციალისტი რუგანისთან არაერთი სეზონის განმავლობაში მუშაობდა და მან 27 წლის მცველის შესალებლობები კარგად იცის.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი რუგანის 10 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ ალეგრის ფეხბურთელის დაკარგვა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არ სურს. წყაროს ცნობით, თუ ლაციო იუვეს დათანხმებას ვერ მოახერხებს, არწივები ფეინოორდის მარკოს სენსის გაფორმებას ეცდებიან, მაგრამ მისი სატრანსფერო ღირებულება მინიმუმ 20 მილიონი ევროა.