Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარის სასურველი ტრანსფერები ლაციოში

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ლაციო და მაურიციო სარი კონტრაქტზე უკვე შეთანხმდნენ და ოფიციალური განცხადება დიდი ალბათობით უახლოეს საათებში გაკეთდება.

მისი ინფორმაციით, სარიმ ლაციოს სასურველი ტრანსფერების სია უკვე წარუდგინა და იგლი ტარემ მუშაობა გუნდის გასაძლიერებლად უკვე დაიწყო.

წყაროს ცნობით, სარის ლაციოში ელსეიდ ჰიუსაის და ნიკოლა მაკსიმოვიჩის ხილვა სურს. ორივე მათგანთან სარი ნაპოლიში მუშაობდა და აღნიშნული დუო რამდენიმე კვირაში თავისუფალი აგენტები ხდებიან, ამიტომ ბიანკოჩელესტის მათი დამატებისთვის ფულის დახარჯვა არ მოუწევთ.

ნაპოლის დუოს გარდა, სარიმ კალიარის ნაჰიტან ნანდესის და არსენალის ლუკას ტორეირას ტრანსფერი მოითხოვა.