Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სარი:“ტაქტიკის კუთხით ყველაფერი კარგად გავაკეთეთ,თუმცა…“

მაურიციო სარის აზრით,გუნდს ფინალში ტაქტიკური თვალსაზრისით პრობლემა არ ქონია და წაგების მიზეზი გამწვავების პრობლემა და ინდივიდუალური ოსტატობის სიმწირე გახდა.

მილანის შემდეგ,ბიანკონერი ამჯერად ნაპოლის წინააღმდეგ გამოიყურებოდა საკმაოდ ცუდად და რომ არა ბუფონი,იუვენტუსი პენალტების სერიამდეც ვერ მიაღწევდა.

სარის კი კარიერაში კვლავ ერთი ტიტული აქვს მოგებული,როდესაც ჩელსის ევროპის ლიგა მოაგებინა.მან მიმდინარე კალენდარულ წელიწადში უკვე 2 ფინალი წააგო,Coppa Italia და Supercup ლაციოსთან,რომელიც დეკემბერში გაიმართა.

„გუნდი,ფეხბურთელები და ფანები იმედგაცრუებულები არიან,თუმცა ამ მომენტში ვერაფერს ვიზავთ,რადგან შეტევაში სიმწვავე გვაკლია.

„ჩვენ რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლდა და რამდენიმე ისეთი ცვლილების გაკეთება მოგვიხდა,რასაც მიჩვეულები არ ვართ,რადგან ჩვენი ფიზიკური დონე ოფტიმალური არ არის.ბურთს კარგად ვაკონტროლებდით,თუმცა მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს მომენტების შექმნა გვიჭირდა.

„ჩვენ გუნდში ბევრი ინდივიდუალისტი გვყავს,თუმცა ბოლო ორი თამაში ერთი ერთზე ვერც ერთი ბრძოლა ვერ მოვიგეთ.მონდომება ნამდვილად არ გვაკლდა,რადგან 90 წუთი კონცენტრირებულები ვიყავით და მონდომების გარეშე ეს შეუძლებელია.

„ვფიქრობ,პრობლემა ხასიათშია და ეს მილანთანაც გამოჩნდა,როდესაც 10-კაციან გუნდთან მწვავე მომენტები ვერ შევქმენით.რონალდუ,დიბალა და კოშტა საოცარი ტექნიკის პატრონები არიან და ოფტიმალურ ფორმაში ნებისმიერ მოწინააღმდეგეს გასცდებიან,თუმცა ახლანდელი ფორმით ისინი ამას ვერ ახერხებენ.

„ფეხბურთელებისთვის ბევრი არაფერი მითქვამს,რადგან მათსავით გაბრაზებული და იმედგაცრუებული ვარ,ასეთ დროს კი უმჯობესია თუ არაფერს იტყვი.უმჯობესია,რომ ჩვენ ხვალ ვისაუბროთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.