სარი:“შანსები უკეთ უნდა გამოვიყენოთ“

მაურიციო სარიმ ბოლონიასთან გასამართი მატჩის წინ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

აღნიშნული შეხვედრა ხვალ,23:45 საათზე გაიმართება.

„ტიტულის ფინალში წაგება არასდროსაა მარტივი,თუმცა ჩვენ ეს უნდა დავივიწყოთ.

„მე ფეხბურთელებს ვუთხარი,რომ გასულ შეხვედრებზე არ იფიქრონ და რაც უკვე მოხდა,ის წარსულს ჩააბარონ.პირველი თამაშების მძიმედ ჩატარებას თავიდან ვერ ავიცილებდით,რადგან ფეხბურთელებმა 80 დღის განმავლობაში დაკარგეს ფიტნესი,ფორმა და სიმწვავე,ჩვენ ამხანაგური შეხვედრების ჩატარების საშუალებაც კი არ გვქონდა.

„ბოლო ორ თამაშში ჩვენ ბურთს კარგად ვაკონტროლებდით და საერთო ჯამში ვდომინირებდით,თუმცა შეტევის დაგვირგვინებას ვერ ვახერხებდით.შემადგენლობიდან გამომდინარე ნამდვილად არ მეგონა,რომ ამ ასპექტში პრობლემა შეგვექმნებოდა.

„რონალდუ ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე თამაშს მიჩვეული არ არის.მას კარიერაში 700-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი,თუმცა უფრო მეტი თავისუფლება სჭირდება,ამიტომ პოზიციის შეცვლას ასეთ მოკლე დროში ვერ შეეგუებოდა,თუმცა იგუაინის ტრავმიდან გამომდინარე,სხვა გზა არ იყო.

„ჩვენ საკმაოდ სახუფათო გუნდს დავუპირისპირდებით.ბოლონია კონტრ-შეტევებზე ძალიან კარგად თამაშობს და მათ თავისუფალი სივრცეები არ უნდა მივცეთ.


„პირველ 3-4 შეხვედრაში გამოჩნდება,თუ როგორ ფიზიკურ და მენტალურ კონდიციებში იმყოფება გუნდი.“

Leave a Reply

Your email address will not be published.