Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სარი:“შესანიშნავი 30 წუთი ჩავატარეთ“

მაურიციო სარი თავისი გუნდის საწყისი 30 წუთის განმავლობაში ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი დარჩა.

ბიანკონერიმ მილანთან უგოლო ფრე ითამაშა,თუმცა პირველ წრეში სტუმრად გატანილი გოლის წყალობით მომდევნო ეტაპზე გავიდა.

„თვეების შემდეგ მოედანზე დაბრუნება და გუნდების დაპირისპირების ნახვა,ძალიან კარგია.მართალია გულშემატკივრების გარეშე ფეხბურთს ხიბლი აკლდება,თუმცა სულ უფეხბურთობას ასე სჯობს.

„პირველი 30 წუთით სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი.ბურთი სწრაფად მოძრაობდა და ჩვენ წითელი ბარათის ეპიზოდამდეც ვდომინირებდით.

„შემდეგ გუნდი შენელდა და უფრო ინდივიდუალურ თამაშზე გადავიდა.3-თვიანი უთამაშებლობის და გულშემატკივრების არ ყოფნამ ფეხბურთელებს მუხტი დააკარგინათ.

„კარგი მხარე ის არის,რომ მოწინააღმდეგეს თამაშის საშუალება არ მივეცით.დრო დაგვჭირდება,რომ მენტალური და ფიზიკური კონდიციები აღვიდგინოთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.