Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

“სარი ამბიციურია და არა მოღალატე“

მილანის და იუვენტუსის ყოფილი ფორვარდი – მარკო ბორიელო მაურიციო სარის გამოესარჩლა.ნაპოლის პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა,რომ სარიმ გუნდი ფულზე გაცვალა.

სარიმ ნაპოლი 2018 წელს დატოვა და სამუშაოდ ჩელსიში გადავიდა,თუმცა ერთი სეზონის შემდეგ იტალიაში დაბრუნდა და იუვენტუსს ჩაუდგა სათავეში.

ბორიელო,რომელიც კარიერის განმავლობაში მილანის,იუვენტუსის,რომას და სხვა იტალიური გუნდების ღირსებას იცავდა,სარის ამ გადაწყვეტილებას ამბიციურობას უწოდებს.

„მე ალბათ უკანასკნელი ადამიანი ვარ,ვინც ამაზე უნდა ისაუბროს,რადგან კარიერაში უამრავი გუნდი მაქვს გამოცვლილი.ხალხი ხშირად ფეხბურთში გამყიდველობაზე და მოღალატეობაზე საუბრობს,თუმცა ჩემი აზრით ეს მხოლოდ ამბიციებია.

„სარიმ ნაპოლიში თავისი შესაძლებლობები ამოწურა და წავიდა.ამაში ცუდი არაფერია და მოდით ყველა დავფიქრდეთ,ვის შეუძლია იუვენტუსს უარი უთხრას?“

Leave a Reply

Your email address will not be published.