Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი:“ გუნდი იდენტობას არასოდეს არ უნდა კარგავდეს“

უდინეზესთან მატჩის წინ, ლაციოს თავკაცმა მაურიციო სარიმ პრეს-კონფერენცია გამართა.

სარის მეტოქე დღევანდელ მატჩში სარის ყოფილი ასისტენტი ლუკა გოტი იქნება.

„ლუკა ძალიან ჭკვიანი ადამიანია, ჩელსიში მის რჩევებს ყურადღებით ვუსმენდი, რადგან მისი აზრები ყოველთვის ჩამოყალიბებული და ლოგიკური იყო. წინ რთული მატჩი გველოდება, უდინეზე ცოტა გოლს უშვებს, მათ ფიზიკურად ძლიერი გუნდი და ორგანიზებული დაცვა ჰყავთ.

„ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა გამარჯვება იქნება, თუმცა აშკარაა, რომ ლაციოს გარკვეული პრობლემები აქვს. სანაკებო პაუზის შემდეგ 3 მატჩში ჩვენ მხოლოდ 3 ქულა მოვიპოვეთ. გუნდს ევროპულ ტურნირებსა თუ სანაკრებო ბატალიების შემდეგ სერია ა-ში თამაში უჭირს, რაც გასაკვირი არ არის. ყოველ 3 დღეში ერთხელ უმაღლეს დონეზე თამაში ფიზიკურად შეუძლებელია, თუ გუნდში 20 სასტარტოს ფეხბურთელი არ გყავს.

„ნაპოლისთან მატჩის წინ, როდესაც ფეხბურთელები ხურდებოდნენ, მე უკვე ვიცოდი, რომ დავმარცხდებოდით, რადგან მათ ენერგია არ ეტყობოდათ.

„ასეა თუ ისე, ჩვენ მეტი მოთმინება გვმართებს. გუნდს უნდა ჰქონდეს ნათელი იდეები, რომელთა განხორციელებას ეტაპობრივად უნდა ეცადოს. კლოპის ლივერპულს გამარჯვება მომენტალურად არ დაუწყია, პირველ სეზონში მათ სეზონი მე-11, შემდეგ კი მე-8 პოზიციაზე დაასრულეს.

„მე კლოპი არ ვარ, მე ჩემი იდეები და ხედვა მაქვს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა მოედანზე იდენტობა არასოდეს დაკარგოს. თამაშების წაგება ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ მე არ მინდა იმის ნახვა, რომ ჩემი ფეხბურთელები უბრალოდ ნებდებიან და თამაშზე უარს ამბობენ.

„ტრანსფერები ? მე გუნდთან კონკრეტულ სახელებზე არასოდეს მისაუბრია. მე მათ უბრალოდ ის პოზიციები ვუთხარი, სადაც  გუნდს გაძლიერება სჭირდება.“