Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სარი და იუვენტუსი კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობენ

მაურიციო სარის ახლო მეგობარმა, აურელიო ვირჯილმა Tuttosport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იტალიელი სპეციალისტი იუვენტუსთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობს.

„გაზეთებში სარის და იუვენტუსს შორის კონფლიქტზე ბევრი დაიწერა, თუმცა მხარეებს შორის არანაირი უთანხმოება არ ყოფილა და ამ ფაქტს ისიც უსვამს ხაზს, რომ მხარეები კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობენ.

„ისინი ეძებენ გამოსავალს, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს. სარის ფეხბურთში დაბრუნება შეეძლება, იუვეს კი გარკვეულ თანხას დაუზოგავს.

„შესაძლოა თუ არა მისი ნაპოლიში დაბრუნება ? რატომაც არა. სარი პროფესიონალია და ნაპოლიდან წამოსვლის მიუხედავად ორმხრივი პატივისცემა არსად გამქრალა, თუმცა მე მას დიდი სიამოვნებით ფიორენტინაში ვიხილავდი.“