Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სარი და იუვენტუსი შეთანხმდნენ

Tuttosport და Sky Sport italia-ს ინფორმაციით, იუვენტუსი და მაურიციო სარი კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ და იტალიელი სპეციალისტი დიდი ალბათობით ფიორენტინას ჩაიბარებს.

სარიმ იუვენტუსში პირველივე სეზონში სკუდეტოს მოპოვება მოახერხა, თუმცა გუნდმა ის მაინც დაითხოვა, თუმცა მას ბიანკონერისთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსს 12 მილიონის ნაცვლად სარისთვის 8 მილიონის გადახდა მოუწევს და სარის ხელ-ფეხს გაუხსნის, რომ ფიორენტინაში ბეპე იაკინი ჩაანაცვლოს.