Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი და ჟორჟინიო ნაპოლიში ბრუნდებიან ?

არაერთმა იტალიურმა წყარომ დაადასტურა, რომ ნაპოლი მაურიციო სარისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ჟორჟინიოს აგენტის თქმით, შესაძლოა მაურიციოს ისიც შეუერთდეს.

პარტენოპეის პოზიტიური სეზონი ნამდვილად არ აქვს და დიდი ალბათობით ზაფხულში ჯენარო გატუზო გუნდს დატოვებს, დე ლაურენტისს კი მის შემცვლელად მაურიციო სარი სურს.

ეს ინფორმაცია Radio Kiss Kiss-მა გაავრცელა, რომელიც ნაპოლის ოფიციალური წყაროა, ამიტომ ეს სიახლე უბრალოდ მორიგი ჭორი არ გახლავთ.