Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი და რომა შეთანხმდნენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, რომა და მაურიციო სარი საბოლოოდ შეთანხმდნენ და ნაპოლის და იუვენტუსის ყოფილი მწვრთნელი მომდევნო სეზონიდან ჯალოროსის ჩაიბარებს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მხარეებმა პირადი კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმეს და 62 წლის სპეციალისტმა რომას უკვე 4 ტრანსფერიც მოსთხოვა.

წყაროს ცნობით, სარის პირველ რიგში გუნდში ახალი კიპერის ხილვა სურს, რომელსაც ფეხით თამაში უკეთ შეეძლევა, ვიდრე ამას პაუ ლოპესი აკეთებს.

სარის ასევე სურს მცველი, რადგან ბრაიან რეინოლდსი ჯერჯერობით უმაღლეს დონეზე თამაშისთვის მზად არ არის.

მათ გარდა, მაურიციო სარის ნაპოლის ყოფილი ვარსკვლავის ჟორჟინიოს და ერთი ტოპ ფონის ფორვარდის ხილვა სურს. სეზონის ბოლოს გუნდს დიდი ალბათობით ედინ ჯეკო დატოვებს და რომას მისი შეცვლა დუშან ვლაჰოვიჩის ან ანდრეა ბელოტის კანდიდატურით სურს.