Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი:“ ევროპა ლიგა ჩვენთვის დიდი პრობლემაა, თუმცა…“

ლაციოს თავკაცმა მაურიციო სარიმ ევროპა ლიგაზე ლოკომოტივთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„მას შემდეგ, რაც ლოკომოტივმა მწვრთნელი შეიცვალა, ისინი უფრო სხვანაირად თამაშობენ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან რთული მატჩი გველოდება.

„მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, ჩვენ მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ, თუმცა ჯერ შანსი არც მათ აქვთ დაკარგული და ამიტომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ.

„ნაპოლისთან მატჩი ? ჩვენ ახლა ამ თემაზე არ უნდა ვიფიქროთ. ჩვენ ამ შეხვედრის შემდეგ 72 საათში ნაპოლისთან მატჩი გველოდება, რაც უბრალოდ წარმოუდგენელი დატვირთვაა, თუმცა ახლა მხოლოდ ევროპა ლიგაზე სასურველი შედეგის მოპოვებაზე უნდა ვიფიქროთ, ნაპოლისთან მატჩზე ზრუნვას კი ამის შემდეგ დავიწყებთ.

„იმობილე ? ის თავს კარგად გრძნობს და გუნდთან ერთად უკვე ორჯერ ივარჯიშა, თუმცა ორ კვირაში ორჯერ ვარჯიში საკმარისი არ არის, ამიტომ ის სავარაუდოდ სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.

„არის თუ არა ევროპა ლიგა ჩვენთვის პრობლემა ? დიახ. ადრე თუ ჩვენ ევროპა ლიგის მატჩებს ხუთშაბათს ვთამაშობდით, შემდეგ შიდა ჩემპიონატში თამაში ორშაბათს გვიწევდა, ახლა კი ეს საერთოდ აღარ ხდება, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ ევროპა ლიგას სერიოზულად ვეკიდებით და მაქსიმალურად კარგი შედეგისთვის ბრძოლას ვაპირებთ.

„მე მიკვირს, რომ ფეხბურთის ფედერაციები ამ საკითხზე არაფერს ამბობენ, ასეთი დატვირთული კალენდარის პირობებში თამაში უბრალოდ წარმოუდგენელია.

„შემადგენლობა ? მე ამ თემაზე მატჩის წინ არასოდეს ვისაუბრებ, რადგან ეს ფეხბურთელების მიმართ უპატივცემულობაა.“