Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი:“ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა შევქმნათ“

მაურიციო სარიმ სპეციასთან 6 – 1 გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მე ბიჭებს ვუთხარი, რომ დაცვაში ისე ღრმად არ უნდა ჩავმჯდარიყავით, როგორც ეს ემპოლისთან გავაკეთეთ, რადგან ეს მე არ მომწონს. დღეს ჩვენ გაცილებით უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ ისიც დაგვეხმარა, რომ მეტოქე კაცნაკლუკები იყვნენ.

„მართალია ჩვენ ქულათა მაქსიმუმი გვაქვს, მაგრამ ზედმეტი მოლოდინებისგან და გუნდზე ზეწოლისგან თავი უნდა შევიკავოთ. ჩვენ ჯერ შენების პროცესში ვართ და ეს გზა სულ ახლახანს დავიწყეთ, ამიტომ ჩვენ ყველაფერს რეალისტურად უნდა შევხედოთ.

„არც ემპოლის და არც სპეციას წინააღმდეგ, მე ჩვენი დაცვის პირველი 15 წუთი არ მომეწონა, რადგან ჩვენ გოლი პირველივე შეტევის შემდეგ გავუშვით, ეს დამთხვევა არ არის და ჩვენ ბევრი მუშაობა მოგვიწევს.

„საერთო ჯამში ჩვენ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, წინ ბევრი სამუშაო გველოდება.“