Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი:“ თუ მილინკოვიჩი ლაციოს დატოვებს, ის იტალიაში არ დარჩება“

ლაციოს თავკაცმა მაურიციო სარიმ, რომლის გუნდმაც გუშინ იუვენტუსთან ქულა მოიპოვა და ევროპა ლიგის საგზური გაინაღდა, ტურინელებთან შეხვედრა შეაფასა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ტაბლოზე ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა.

„ჩვენ მთელი სეზონის განამვლობაში არაერთ პრობლემასთან გვიწევდა გამკლავება, იქნებოდა ეს ტრავმიანობა, კორონა ვირუსი თუ როტაციის საშუალების ნაკლებობა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ პოზიტიურ შედეგს მივაღწიეთ.

„დარჩება თუ არა მილინკოვიჩ-სავიჩი გუნდში ? მე ახლახანს ლაციოს პრეზიდენტს შევხვდი და ამ თემაზე ვისაუბრეთ. სერგეის ლაციოდან წასვლა ძალიან რთულად წარმოსადგენია, თუმცა თუ ის გუნდს დატოვებს, იტალიაში არ დარჩება.“