Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სარი იუვენტუსთან კონტრაქტის გაწყვეტას არ აპირებს

იუვენტუსი მაურიციო სარისთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მოლაპარაკებებს რამდენიმე თვე აწარმოებდა, თუმცა Football Italia-ს ინფორმაციით მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

სარიმ იუვენტუსთან 3-წლიანი კონტრაქტი 2019 წელს გააფორმა და ბიანკონერიმ ის ერთი სეზონის შემდეგ დაითხოვა, თუმცა გუნდს მისი ხელფასის გადახდა კვლავ უწევს და იტალიელი სპეციალისტი ხელფასის ბოლომდე გადახდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდთან კონტრაქტს არ გაწყვეტს.

მის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც იუვეს მისი მოშორება ხელშეკრულების ბოლო წელს, 2.5 მილიონ ევროდ შეუძლია, იქამდე კი გუნდს ხელფასის გადახდა სარისთვის სრულად მოუწევს.