Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი:“ ლაციომ განვითარება უნდა გააგრძელოს“

ლაციოს თავკაცმა მაურიციო სარიმ ემპოლისთან მატჩსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ემპოლისთან მიპოვებული ქულა ჩვენ არ გვაკმაყოფილებს, რადგან ვფიქრობ, რომ გუნდმა კარგად ითამაშა, უამრავი მომენტი შექმნა და გამარჯვება დაიმსახურა. საწყის 10 წუთში გაშვებული 2 გოლის შემდეგ, ლაციომ ხასიათი გამოავლინა და კარგი მატჩი ჩაატარა.

„მსაჯები ? პატრიჩის გოლი ჩემი გადმოსახედიდან წესების დაცვით გავიდა, მაგრამ ჩვენ მსაჯს და VAR-ს უნდა დავემორჩილოთ. ჩვენ კონცენტრაცია უნდა გავაკეთოთ იმ ასპექტებზე, რაც ჩვენს ხელთ არის. გუნდი მატჩის მსვლელობისას კონცენტრაციას კარგავს, რის გამოც ჩვენ არაერთხელ დავისაჯეთ.

„ძაკანი ? ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც გუნდისთვის ნელ-ნელა ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. სამწუხაროდ ტრავმებმა ადაპტაციაში ხელი შეუშალეს, მაგრამ მატიას დიდი პოტენციალი აქვს.

„საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ გუნდი ხარისხის მხრივ სეზონის სტარტთან შედარებით საგრძნობლად განვითარდა, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და ჩვენ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ.“