Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი ლაციოსთან კონტრაქტს დღეს გაახანგრძლივებს ?

იტალიური წყაროების ინფორამციით, მაურიციო სარიმ და ლაციომ ახალი კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმეს და არ არის გამორიცხული, რომ მხარეებმა ხელშეკრულების გახანგრძლივება დღეს გააოფიციალურონ.

62 წლის იტალიელმა სპეციალისტმა ლაციო მიმდინარე სეზონის სტარტზე ჩაიბარა და მან გუნდთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა სარიმ გუნდის პრეზიდენტის კლაუდიო ლოტიტოს სიმპათია, არც თუ ისე სტაბილური თამაშის მიუხედავად, მალე დაიმსახურა და პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უკვე მუშაობდნენ.

Il Messaggero-ს ცნობით, ლაციო ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას უახლოეს პერიოდში გააკეთებს. ახალი კონტრაქტის მიხედვით, სარი არწივების რიგებში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება და მისი ხელფასი 3.5 მილიონამდე გაიზრდება.