Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი:“ ლაციოსთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება სასწაულის ტოლფასი იქნება“

ლაციოს მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ სასუოლოსთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა და გუნდის ამბიციებზე ისაუბრა.

„ბოლო მატჩებში ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ გუნდი ჯერჯერობით მენტალური პრობლემების დაძლევას, რომელიც ლაციოს უკვე დიდი ხანია ახლავს თან, ვერ ახერხებს. ჩვენ ყოველთვის კარგად ვვარჯიშობთ, მაგრამ წნეხს ხშირად ვერ ვუმკლავდებით და ერთი შეხედვით მარტივი მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მიგვყავს.

„გუნდი ფიზიკურად და ტაქტიკურად კარგად არის მომზადებული, მაგრამ ზოგჯერ გვაქვს სრული გათიშვა, რომლის ახსნაც მიჭირს.

„კრიტიკა ლაციოს მიმართ ? მე ამის გამო ძალიან გაბრაზებული ვარ. მე ჩავიბარე გუნდი, რომლისთვისაც ოთხეულში მოხვედრა საოცნებო შედეგი იყო, ახლა ჩვენ მე-5 პოზიციაზე ვართ და ყველა ისე საუბრობს, თითქოს ეს კატასტროფა იყოს.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში ლაციომ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ბევრჯერ ვერ შეძლო და თუ ჩვენ ამის გაკეთება შევძელით, ეს ნამდვილა სასწაულის ტოლფასი იქნება.“