Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი:“ ლაციოს გაძლიერება სჭირდება“

ლაციოს თავკაცმა მაურიციო სარიმ ინტერთან მარცხის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდს ფეხბურთელები აუცილებლად სჭირდება.

„ჩვენ ინტერის წინააღმდეგ საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. პირველ ტაიმში ცოტა არეულები ვიყავით, მეორე ნახევარში კი გაცილებით კარგი, ორგანიზებული თამაში ვაჩვენეთ და შეგვეძლო, რომ ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ მინიმუმ ქულა მოგვეპოვებინა.

„მეორე ტაიმში გუნდმა თავდაპირველად დასახული გეგმა კარგად შეასრულა, თამაში ყოველგვარი შიშის და დაძაბულობის გარეშე, მაგრამ ასე თამაში მხოლოდ ერთ ტაიმში საკმარისი არ არის და ჩვენ უფრო მეტად სტაბილურები უნდა გავხდეთ.

„ჩვენ შეტევაში ყოველთვის კარგად გამოვიყურებით, ბევრ საგოლე მომენტს ვქმნით და ბევრსაც ვიტანთ, მაგრამ ფაქტია, რომ დაცვაში პრობლემები გვაქვს.

„სატრანსფერო ფანჯარა ? გუნდს ფინანსებთან გარკვეული პრობლემები აქვს და არ ვიცი, მოვახერხებთ თუ არა ვინმეს დამატებას, მაგრამ ერთი რამ აშკარაა, ლაციოს გაძლიერება სჭირდება.

„ლაციოში არიან ფეხბურთელები, რომლებიც ასეთი თამაშის სტილს უბრალოდ არ შეესაბამებიან, რაც რა თქმა უნდა საქმეს ძალიან გვირთულებს.“