სარი:“ ლაციოს ზედმეტი ოპტიმიზმი ან პესიმიზმი არ სჭირდება“
ლაციოს მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ ფიორენტინასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
„მილანთან გამარჯვების შემდეგ ლაციოს გარშემო ზედმეტი ოპტიმიზმია შექმნილი, რაც ჩვენ არ გვჭირდება. ზედმეტი არც პესიმიზმია საჭირო, ჩვენი მიზანი ბალანსის შენარჩუნება და იმ თამაშის რეგულარულად ჩვენებაა, რომლითაც იტალიის ჩემპიონები დავამარცხეთ.
„ფიორენტინასთან ძალიან რთული მატჩი გველოდება, ეს ისეთი მარტივი მატჩი არ არის, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. ფლორენციელებს იმაზე გაცილებით კარგი გუნდი ჰყავთ, ვიდრე ამას სატურნირო ცხრილი აჩვენებს, ამიტომ მათი დაუფასებლობა დიდი შეცდომა იქნებოდა, რომელსაც ჩვენ არ დავუშვებთ. ჩვენი მთავარი პრობლემა უკვე დიდი ხანია მენტალური გადაღლილობაა, რომელიც მოულოდნელად იჩენს თავს და ქულებს გვაკარგვინებს, ჩვენ ეს აღარ უნდა დავუშვათ, რადგან ასეთი მოულოდნელი მარცხებით ამბიციურ მიზნებზე ფიქრი შეუძლებელია.
„4-0 გამარჯვება ფიორენტინასთან ? ამ შეხვედრის ანგარიში თამაშის მსვლელობის რეალურ მსვლელობას არ ასახავს. მატჩი მეტ-ნაკლებად თანაბარი იყო, ლაციომ უბრალოდ შექმნილი მომენტების გამოყენება უკეთ მოახერხა.
„რამდენი ქულა გვჭირდება საშუალოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად ? საშუალო ქულების სტატისტიკა სრულიად უსარგებლოა. მე ნაპოლისთან ერთად სკუდეტო 91 ქულით დავთმე, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა, ამიტომ ეს სტატისტიკა არაფრის მომცემია. ჩვენი მიზანი არა კონკრეტული ქულათა რაოდენობის დაგროვება, არამედ თითოეულ მატჩში 3 ქულის მოპოვებაა.”