Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი:“ ლაციოს უდიდესი სისუსტე სტაბილურობის ნაკლებობაა“

ლაციოს თავკაცმა მაურიციო სარიმ ინტერთან მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდს კიდევ ბევრი სამუშაო აქვს.

„ჩვენ ბოლო პერიოდში გაცილებით უფრო სოლიდურები და ორგანიზებულები გავხდით. გუნდი ზეწოლის ქვეშ აღარ იბნება და ელემენტარულ შეცდომებს აღარ უშვებს, მაგრამ ჩვენ სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს და ეს ინტერთან მატჩში არაერთხელ გამოჩნდა.

„ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ყოველთვის სტაბილურობა იყო. ჩვენ შეგვიძლია, რომ ერთ დღეს ყველაზე ძლიერი გუნდი დავამარცხოთ, შემდეგ კი აუტსაიდერთან დავკარგოთ ქულები, ეს კი ყოვლად მიუღებელია.

„ეს ყველაფერი მენტალობის ბრალია, რადგან როდესაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაღლილობას გრძნობს, ეს მთელს გუნდზე აისახება, სწორედ ამ ასპექტზე უნდა ვიმუშაოთ და გამოვასწოროთ.

„პედროსა და ლუის ალბერტოს მოედანზე შეყვანა ? მე დავინახე, რომ ინტერის ნახევარდაცვის ინტენსიურობა იკლებდა და გადავწყვიტე, რომ ნაკლებად ფიზიკური, მაგრამ მეტად ტექნიკური ნახევარმცველები შემომეყვანა, რამაც გაამართლა კიდეც.“