Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი ლაციოში ბერნარდესკის ხილვის იმედს არ კარგავს

მაურიციო სარის ლაციოში მისვლის შემდეგ, იუვენტუსის იტალიელი გარემარბი ფედერიკო ბერნარდესკი ლაციალეს არაერთხელ დაუკავშირეს და იტალიური მედიის ცნობით, ბერნარდესკი იტალიელი სპეციალისტის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო მოთხოვნაა.

27 წლის იტალიელ ფეხბურთელს იუვენტუსთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და ის უკვე დიდი ხანია, ტურინელთა გეგმებში არ შედის, კონტრაქტის გათვალისწინებით კი ტურინელები ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არინა.

Il Tempo-ს ცნობით, ტურინელები მზად არიან ბერნარდესკი 12-13 მილიონის სანაცვლოდ გაუშვან, თუმცა ლაციო ჯერჯერობით ამ თანხის გადახდას მის სანაცვლოდ არ აპირებს.