Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი:“ ლაციოში თავს შესანიშნავად ვგრძნობ“

ლაციოს 123 წლის იუბილის წვეულებაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ კომენტარი გააკეთა.

„ლაციო უკვე 123 წლის არის და მე იმედი მაქვს, რომ გუნდი კიდევ 1000 წელი იარსებებს. ჩემთვის აქ ყოფნა და ლაციოს რიგებში მუშაობა ძალიან დიდი პატივია.

„სამწუხაროა, რომ ამ საღამოს წინ მატჩში სასურველი შედეგის მოპოვება ვერ შევძელით, მაგრამ ბიჭები ვარჯიშს და დაუღალავად შრომას განაგრძობენ, ამიტომ ჩვენ ქომაგებს აუცილებლად გავახარებთ.

„ლაციოში მოსვლისას მე ვერ ვხვდებოდი, თუ რას ნიშნავს იყო ლაციალიტა, ახლა კი ეს ყველაფერი კარგად მესმის და დარწმუნებული ვარ, ეს გრძნობა ცხოვრების ბოლომდე გამყვება.

„ურთიერთობა ლოტიტოსთან ? ხშირად მე არ მაქვს შეგრძნება, რომ ის გუნდის პრეზიდენტია, ჩვენ მეტად მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს, რაც ურთიერთობას საგრძნობლად ამარტივებს.“