Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი:“ ლაციო გადაღლილია…“

ბოლონიასთან მოულოდნელი მარცხის შემდეგ მაურიციო სარიმ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გუნდი როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად გადაღლილია.

აღსანიშნავია, რომ დღევანელ მატჩში მონაწილეობა ტრავმის გამო ჩირო იმობილემ ვერ მიიღო. ლაციომ გასული სეზონის სტარტიდან მოყოლებული ჩიროს გარეშე 5 მატჩში მხოლოდ 1 ქულის აღება მოახერხა.

„ჩვენ ამ მატჩს როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად გადაღლილები შევხვდით. ბოლონია დღეს მონდომებული, მოტივირებული იყო. ჩვენ ეს შეხვედრა დეტალურად უნდა განვიხილოთ, შემდეგ კი წარსულს ჩავაბაროთ და შემდეგ შეხვედრებზე ვიფიქროთ.

„როდესაც გუნდში გადაღლილობაა, ეს იმ ფეხბურთელებზეც კი მოქმედებს, რომლებსაც ბევრი თამაში არ უწევდათ, რადგან ფიზიკურზე მეტად, ეს მენტალური გადაღლილობაა. ასეთი დატვირთული გრაფიკის გამო ჩვენ გამუდმებით ყურადღებით ყოფნა გვიწევს, რაც მარტივი არ არის.

„მართალია ეს ჩვენთვის ალიბი არ უნდა გახდეს, ლაციო ბრძოლას გააგრძელებს, მაგრამ ასეთი ჩავარდნებისგან დაზღვეული არავინ არ არის.

„აკერბის წითელი ბარათი ? 15 წუთით ადრე მე ჩემს სტაფს ვუთხარი, რომ ეს წითელი ბარათის მისაღებად კლასიკური მატჩი იყო. როდესაც მოედანზე არაფერი გამოგდის ადრე თუ გვიან ნერვები ვინმეს აუცილებლად უმტყუნებს.“