Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი:“ ლუის ფელიპეს ტრავმა სერიოზული არ არის“

მაურიციო სარიმ სპეციასთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება, პრეს-კონფერენცია გამართა.

„ჩვენ ემპოლისთან სასურველ შედეგს მივაღწიეთ, მაგრამ თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ.

„ლაციოში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა და გასაკვირი არ არის, რომ ჯერ ჩვენ სრულყოფილი ფეხბურთის ჩვენებას ვერ ვახერხებთ, მაგრამ ნელ-ნელა გუნდი ოპტიმალურ ფორმას მიაღწევს და სასურველ თამაშს აჩვენებს.

„ლუის ფელიპე ? ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მისი ტრავმა სერიოზული არ არის. ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას, ითამაშებს თუ არა ის ხვალ, მატჩის წინ მივიღებთ.“

ლაციომ ბორდოდან ტომა ბაშიჩი გაიფორმა.

„ფიზიკურად ის სათამაშოდ მზად არის, რადგან მან საფრანგეთში უკვე 3 მატჩის ჩატარება მოასწრო, მაგრამ მას ადაპტაციისთვის დრო ნამდვილად დასჭირდება.

„ის სრულიად სხვა ჩემპიონატიდან მოვიდა, საუბრობს სხვა ენაზე, მაგრამ მას ორივე ფეხით თამაში შეუძლია, რაც დიდი პლიუსია და დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს აუცილებლად გამოადგება.

„ტაქტიკა ? ჩვენ ვარჯიშის დროს სხვადასხვა სქემა ვცადეთ, თუმცა ამ თემაზე ბევრი საუბარი არ მსურს.

„ჩვენ წინ რთული მატჩი გველოდება, რადგან სპეცია დინამიკურ, აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს და მათ წინააღმდეგ ასპარეზობა მარტივი არ არის.

„ჩვენ ხვალ ძალიან ცუდ მინდორზე მოგვიწევს თამაში, როგორიც რომს არ ეკადრება, მე ასეთი ცუდი მინდორი ძალიან იშვიათად მინახავს.

„ევროპა ლიგა ? ჩვენ ბევრ ენერგიას იმაზე ფიქრში, თუ რა მოხდება ევროპა ლიგაზე 20 დღის შემდეგ, ვერ დავხარჯავთ. ჩვენ თითოეულ მატჩს დიდი ყურადღებით ვუდგებით და როდესაც ამის დრო მოვა, ევროპა ლიგისთვის მზად ვიქნებით.“