Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი:“ მილინკოვიჩ-სავიჩის წითელი ნაჩქარები გადაწყვეტილება იყო“

ლაციოს თავკაცმა მაურიციო სარიმ სამპდორიას დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ უფრო მეტი ორგანიზებულობით უნდა ვითამაშოთ, ვიდრე ეს გასულ მატჩებში გავაკეთეთ, რადგან ორგანიზებულობის დაკარგვასთან ერთად გუნდი ბალანსს კარგავს, ამიტომ დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა ქულების შენარჩუნება და მთელი მატჩის განმავლობაში ორგანიზებული თამაშის ჩვენება იყო.

„იმობილე ? მას მუხლის ტკივილი აწუხებს და იმედი გვაქვს, რომ ეს უბრალოდ დარტყმის ბრალია და საქმე რაიმე სერიოზულ დაზიანებასთან არ გვაქვს. ის შემოწმებას ხვალ გაივლის ზუსტი პასუხი ამის შემდეგ გვეცოდინება.

„ძაკანი ? მას სამწუხაროდ სეზონის სტარტიდან მოყოლებული ტრავმებთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ მას ძალიან კარგი მახასიათებლები აქვს, რომელიც ლაციოს ძალიან სჭირდება. ახლა მატია უმატებს და ნელ-ნელა ის ფორმის პიკზეც გავა.

„მილინკოვიჩ-სავიჩის წითელი ? სავიჩმა მსაჯს უბრალოდ უთხრა, რომ მას არაფერი დაუნახავს და ვფიქრობ, რომ გამოცდილი მსაჯისთვის ეს ფეხბურთელის გასაძევებლად საკმარისი არ უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ ამ მომენტში მსაჯმა იჩქარა.“