Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი:“ საუკეთესო ლაციო მილანის წინააღმდეგ…“

ლაციოს მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ მილანთან მატჩზე ისაუბრა და გუნდი გააფრთხილა, რომ მათ მოდუნების უფლება არ აქვთ.

„ჩვენ ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ, მაგრამ საფინალო სასტვენის გაგონებისთანავე მე ფიქრი ფიორენტინასთან მოახლოებულ მატჩზე დავიწყე. ახლა ჩემი მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩემს ფეხბურთელებს მოტივაცია და ბალანსი შევუნარჩუნო, ჩვენ ერთი გამარჯვებით არ უნდა დავკმაყოფილდეთ და სტაბილურად სვლა გავაგრძელოთ.

„სკუდეტო ? ეს ჩვენი მიზანი ვერ იქნება, მხოლოდ ოცნება. როგორც უკვე ვთქვი, ახლა უმთავრესი ამოცანა მომდევნო მატჩი გახლავთ, სეზონის საბოლოო მიზნები კი უნდა დავივიწყოთ და კვირიდან კვირამდე მომდევნო მატჩზე ვიფიქროთ.

„ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ლაციოს საუკეთესო მატჩი იყო. მე ბოლო პერიოდში ვხედავ, რომ ბიჭები თავგანწირვისთვის და გუნდისთვის ბოლომდე დახარჯვისთვის უფრო მეტად არიან მზად, ამან მე ძალიან გამაკვირვა. თუ ჩვენ მოვიშორებთ იმ ჩვევას, რომ ქულებს უჩვეულო სიტუაციებში ვკარგავთ, ლაციოს კიდევ უფრო უკეთ ასპარეზობა შეუძლია.

„ჩვენი გამარჯვება ხელს ნაპოლის აძლევს ? ჩვენი გამარჯვება ხელს პირველ რიგში ლაციოს აძლევს. გასულ სეზონში მილანმა ძალიან დიდი პრობლემები შეგვიქმნა და ვფიქრობ, რომ ეს მატჩი იმის მაჩვენებელია, რამდენად განვითარდა ლაციო.“