Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი:“ ჩვენი მიზანი ? ლაციოს ლიმიტი არ აქვს…“

ლაციოს თავკაცმა მაურიციო სარიმ ვენეციასთან მატჩის და სხვა საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ ვიცოდით, რომ ვენეციაში თამაში მარტივი არ იქნებოდა, თუმცა გუნდს წლის პოზიტიურად დასრულება სურდა და ჩვენ ეს მოვახერხეთ.

„იმობილეს გარეშე ლაციოს ყოველთვის ძალიან უჭირდა, თუმცა ბოლო შეხვედრებში ჩვენ სასურველი შედეგების მიღწევა მის გარეშეც მოვახერხეთ, რაც ძალიან სასიამოვნოა.

„განვითარების რა სტადიაზეა გუნდი ? სტადიაზე, როდესაც ზოგჯერ გუნდი შესანიშნავად გამოიყურება, ზოგჯერ კი ისეთ შეგრძნებაა, რომ ერთ ნაბიჯს უკან ვდამთ. ასეთი მომენტების შემდეგ, გუნდი ყოველთვის სწორად რეაგირებს, ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ.

„რა არის ამ სეზონში ჩვენი მიზანი ? ჩვენ ვცდილობთ, რომ გუნდი გადავაწყოთ, გავაახალგაზრდაოთ და ფეხბურთელებს საშუალება მივცეთ, თამაშის ახალ სტილს მიეჩვიონ. მე არანაირი კონკრეტული მოთხოვნა არ მიმიღია და გუნდის ხელმძღვანელობისგან არანაირ ზეწოლას არ ვგრძნობ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიბრძოლებთ. ჩვენ თითოეულ მატჩში მაქსიმუმის მიღებას ვეცდებით და საკუთარ თავებს ლიმიტს არ ვუწესებთ.“